სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა.
ამ ომმა ჩვენი მრავალი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, რომელთა შორის იყვნენ ჩოხატაურელი მებრძოლები: მამუკა კალანდაძე, ზაზა ცინცაძე, გელა ბელაუსოვი, გია სიხარულიძე, გურამ უჯმაჯურიძე, ნუგზარ კიკვაძე, გოჩა უნგიაძე, ალბერტ შინოვი, ზურაბ კიკვაძე, გია ტრაპაიძე, გოჩა ონიანი, ლექსო ბერაძე.
გურიის მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. ხელმძღვანელმა პირებმა მეომართა საფლავები ყვავილებით შეამკეს და ჩოხატაურის საკათედრო ტაძარში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.
ომში დაღუპულთა ოჯახებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან 500-500 ლარი გადაეცათ.