ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება.
ზომლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა ვანისა და ზომლეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებამაც 226 285 ლარი შეადგინა.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ბეტონის საფარი დაიგო გზის 1კმ-მდე მონაკვეთზე.
სამუშაოებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.