ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბუკისციხისა და ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
სოფელ წიფნაგვარაში, მდინარე კალაშაზე საავტომობილო სახიდე გადასასვლელის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
სოფელ იანეულში ახალი საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ორ სოფელს, დაბლაციხესა და იანეულს, დააკავშირებს.
აღნიშნული პროექტები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 2 978 000 ლარია.