ჩოხატაურში გელა ბელაუსოვის სახელობის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა.
სკოლა 90 მოსწავლეზეა გათვლილი, აღჭურვილია ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით; სასწავლო სივრცეებთან ერთად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი.
პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი.
სკოლა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი და ადაპტირებული სანიტარული კვანძები.
პროექტის ღირებულება 2,5 მილიონ ლარზე მეტია.
სკოლის სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
სასკოლო ინფრასტრუქტურა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი კუპრავამ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ მოინახულეს.