ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ეწვივნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათები გადასცეს.