გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, საქართველოს პარლამენტში გურიის დელეგატის ვასილ ჩიგოგიძის ჩოხატაურის ბიუროს წარმომადგენელთან, სოფო ჯინჭარაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ბერძენიშვილთან ერთად დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებსა და ჩოხატაურის დამსახურებულ ექიმს, შპს „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ კლინიკის სამედიცინო დირექტორს, თერაპევტსა და კარდიოლოგს, ექიმ თეიმურაზ კოროშინაძეს.