ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ,დავით შარაშიძემ, სახელმწიფო რწმუნებულთან , გიორგი ურუშაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, 9 აპრილის სკვერში მდებარე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო, სადაც ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პარაკლისი აღევლინა, ხოლო სოფელ ახალშენში პატივი მიაგო 9 აპრილს გმირულად დაღუპული ნატო გიორგაძის საფლავს.
„36 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. დღეს პატივი მივაგეთ გმირულად დაღუპული ნატო გიორგაძის ხსოვნას. ქედს ვიხრი 21 გმირის წინაშე, რომლებმაც თავი გასწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის.“- აღნიშნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ.
ასევე გაიმართა ნატო გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ამხანაგური თამაში ბალახის ჰოკეიში, რომელშიც ადგილობრივი გუნდები მონაწილეობდნენ.
გუნდები დაჯილდოვდნენ თასებითა და სიგელებით, რომლებიც ჩოხატაურის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა ნატო გიორგაძის დასთან, მაია გიორგაძესთან ერთად, გადასცეს მონაწილეებს.