ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით კაჭარავა ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა გორაბერეჟოულის დენდროლოგიურ პარკში ,საკონფერენციო სივრცეში, სადაც ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან ,დავით შარაშიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩოხატაურის რაგბის კლუბების – „ჯანი“ და „ღონე“- მორაგბეებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის გზები, ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის შესაძლებლობები და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საჭიროება, ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე, რომლებიც რაგბის პოპულარობას და ახალგაზრდებისთვის სპორტული შესაძლებლობების ზრდას შეუწყობს ხელს.