ხელოვნების სასახლეში, ნიკო მარის სახელობის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა ბოლო ზარი გაიმართა.
ღონისძიებას ჩოხატაურის მერი ,დავით შარაშიძე, პირველი მოადგილე მაია კუტუბიძე, დელეგატის ბიუროს წარმომადგენელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ხელმძღვანელმა პირებმა კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
„ძვირფასო მეთორმეტე კლასელებო,
დღეს თქვენთვის განსაკუთრებული დღეა — ბოლო ზარი ნიშნავს მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას და ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისს.
ბავშვობა და სკოლა — ეს იყო თქვენი განვითარების, სწავლისა და მეგობრობის წლები. დღეს კი თქვენ დგახართ იმ გზაჯვარედინზე, სადაც უნდა აირჩიოთ მომავალი, ირწმუნოთ საკუთარი თავის და თამამად გადადგათ ნაბიჯები ოცნებებისკენ.
გილოცავთ სკოლის დასრულებას, გისურვებთ წარმატებულ და საინტერესო თავგადასავლებით სავსე მომავალს, სიბრძნეს სწორი გადაწყვეტილებებისთვის, გამბედაობას დიდი მიზნებისთვის და ძალას — ამ მიზნების ასასრულებლად”,- აღნიშნა ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ.”