ხელოვნების სასახლეში, ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ფილომონ ქორიძის სახელობის სკოლის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
კონცერტს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილეები, ჩოხატაურის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, დელეგატის ბიუროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა ქუთაისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს.