ხელოვნების სასახლეში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-12 კლასელთა ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რესურსცენტრის ხელმძღვანელი და დელეგატის ბიუროს წარმომადგენელი დაესწრნენ.
მერმა ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.