ხელოვნების სასახლეში, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ჩოხატაურის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოსა და მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებისთვის მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი აქტივობები. მათთვის განსაკუთრებული გარემო შექმნეს გასართობი ცენტრის – „დანდუ ლენდის“ ანიმატორებმა.
ღონისძიებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მაია კუტუბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.