ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შპს ,,ვორლდ ფარმას” თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული საწყობი გაიხსნა.
ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში მედიკამენტების სწრაფ, ეფექტურ და უსაფრთხო მიწოდებას, ასევე, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას.
ღონისძიებას, გურიის მხარშე სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს პარლამენტში გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.