ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს შეუერთდა (#EUSEW).
კოლეჯ „ჰორიზონტში“, სკოლის მოსწავლეების ჩართულობით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი მიმართულებით, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი 2017 წლიდან „მერების შეთანხმების“ ხელმომწერია.
„მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობა“ კლიმატური ცვლილების საწინააღმდეგოდ და მდგრადი ენერგეტიკის განვითარებისკენ მიმართული ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული ხელისუფლების სწრაფმზარდი, ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივაა. ეყრდნობა მუნიციპალიტეტების ნებაყოფლობით ვალდებულებას, გააუმჯობესონ თანამოქალაქეების ცხოვრების დონე განახლებადი ენერგორერსურსებისა და ენერგოეფექტურობის საშუალებით.
გუთურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული პროექტებზე.
გაიმართა თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენება „ენერგოეფექტურობა ტრადიციულ ქართულ არქიტექტურაში“.
მონაწილეებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და კოლეჯ „ჰორიზონტის“ წარმომადგენლები.