ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, „სერვის ჯგუფისა“, და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ.
უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ცენტრალური და შიდა გზები, საყანე ფართობები, საკარმიდამო ნაკვეთები და სახლები; დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები; ხიდები, სანიაღვრე არხები, მილები და მილხიდები.
ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სტიქიის ზონები ადგილზე მოინახულა.
შუა სურებში ცენტრალურ გზაზე მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული მონაკვეთი აღდგენილია.
ელექტროენერგია აღდგენილია სოფელ ბუკნარსა და ქვენობანში.
მიმდინარეობს ზარალის აღწერა.