დაიწყო განაცხადების მიღება ონლაინ სასწავლო კურსზე.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) USAID- ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს მიღებას მონაწილეობითი ბიუჯეტირების ონლაინ სასწავლო კურსზე.
კურსი განკუთვნილია:
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის;
სტუდენტებისთვის;
პროფესიული სასწავლებლებისთვის;
ბიზნესს ასოციაციებისთვის;
საინიციატივო ჯგუფებისთვის;
სამოქალაქო აქტივისტებისთვის;
ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისთვის.
კურსის მიზანია მსმენელებს მიაწოდოს სისტემატიზებული თეორიული მასალა და პრაქტიკული მაგალითები მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ მსოფლიოში და საქართველოში არსებულ გამოცდილების შესახებ. სწავლა წარიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში და გაგრძელდება 1 თვის განმავლობაში. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ვიდეო ლექციები, ასევე ინტერაქტიული ონლაინ ლექციები და მენტორინგის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მონაწილეებისთვის კონსულტაციების გაწევას, რათა ეფექტურად ჩაერთონ ბიუჯეტირების პროცესში.
სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეებს თავად შეუძლიათ დროის გადანაწილება. კურსზე სწავლა დაიწყება ივლისში და დასრულდება აგვისტოში.
აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ბმული: https://forms.gle/fxrMWYEugcDcSCdy5
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 9 ივლისი, 2023 წელი
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ გვერდს: https://shorturl.at/zBMO7