ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
დელეგაციის წევრები გაეცნენ პოლონურ-ქართული პროექტების მიმდინარეობას და განხორციელებული აქტივობების მიხედვით ჩოხატაურში კონკრეტული ადგილები მოინახულეს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერილ პროექტებს ახორციელებენ: ევრორეგიონ ბაგი პარტნიორებთან ერთად, სიპისი – თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი, პირველი ბლოკი – Poland – East Cooperation Centre, პოლონეთის სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში და პოლონეთის განვითარების ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტრო.
შეხვედრაზე თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და პროექტებში ჩართული შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.