ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშოების შესყიდვაზე შესასყიდი ფასების მოკვლევას.
პრეტენდენტებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნული შესყიდვით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურში ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: shorenakacharava@yahoo.com უნდა წარმოადგინონ:
- მიმართვა;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ანგარიშის ნომერი ბანკიდან;
- ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
ფასთა მოკვლევის წესი:
შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია განსაფასებლად ელექტრონული ფოსტის საშუალებით (shorenakacharava@yahoo.com) დაეგზავნება არანაკლებ სამ პრეტენდენტს, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაციის მიღების დღიდან 3 კალენდარული დღის ვადაში თავიანთი განფასებული ხარჯთაღრიცხვა, არაუმეტეს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა.
ხელშეკრულება დაიდება იმ პრეტენდენტთან, რომელიც დააფიქსირებს შესყიდვის დაბალ ფასს და დოკუმენტაცია წარმოდგენილი ექნება ხარვეზის გარეშე (ხარვეზიანი დოკუმენტი არ განიხილება). თუ პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ფასები იქნება ერთნაირი, მაშინ ხელშეკრულება გაუფორმდება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა გადმოაგზავნა დოკუმენტაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 1-ელი აგვისტო.