ევროპის საბჭოს პროექტი „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ აორგანიზებს სამოქალაქო ჩართულობის ახალგაზრდულ ბანაკს პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებისთვის, 1-3 აგვისტოს, თბილისში.
ახალგაზრდული ბანაკის მთავარი მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. უფრო კონკრეტულად, ბანაკის ფარგლებში, ახალგაზრდები გაეცნობიან სამოქალაქო ჩართულობის სხვადასხვა ფორმებს, აღმოაჩენენ ახალგაზრდების მონაწილეობის საუკეთესო მაგალითებს და პრაქტიკას ევროპის მასშტაბით, დაეუფლებიან ევროპის საბჭოს სამოქალაქო მონაწილეობის ინსტრუმენტს, როგორიცაა “Uchange”.
ახალგაზრდული ბანაკი ჩატარდება ქართულ ენაზე და გააერთიანებს თამაშებს, არაფორმალურ და ინტერაქტიურ დისკუსიებსა და პრეზენტაციებს წამყვანი ექსპერტების მხრიდან ახალგაზრდების ჩართულობაზე. მონაწილეები ასევე გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით, იმ მიღწევებსა და გამოწვევებს, რომლებთანაც უწევთ შეხება და თავიანთ სამომავლო გეგმებს აღნიშნულ სფეროში.
ბანაკი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის 18-დან 22-წლამდე, რომლებიც ცხოვრობენ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში (თბილისი, მარნეული, ახმეტა, ამბროლაური, ბოლნისი, ბორჯომი, ჩოხატაური, გორი, ონი, ოზურგეთი, თელავი, თეთრიწყარო, წყალტუბო, ზესტაფონი, რუსთავი). ბანაკში მონაწილეობის მისაღებად, თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მონაწილე.
აპლიკაციის შევსება დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ აღნიშნული ბმულის მეშვეობით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd-ZQ3bRGDWLT9CIrBYVh_BCjlvaVArnTuMQAY4oEj1Qp11hA/viewform?pli=1 26 ივლისის ჩათვლით.
ახალგაზრდული ბანაკის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ მიმაგრებულ ფაილში.