საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის, „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“, ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა მოძრაობის თეატრის დასს უმასპინძლა.
ხელოვნების სასახლის სცენაზე წარმოადგინეს იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი“ (რეჟისორი კახა ბაკურაძე).