25-26 ივლისს GIZ -ის პროექტის „Private Sector Development and Technical Vocational Education and Training South Caucasus-ის“ ფარგლებში, ტრენინგი „ტურისტული სერვისების დანერგვა და კონკურენტული პოტენციალის გაზრდა“ გაიმართება.
დასწრება თავისუფალია.
დღის წესრიგი
I დღე
25 ივლისი |
ტურისტული დესტინაცია და ტუროპერეიტინგი |
ტრენინგის პირველ ნაწილში მონაწილეები გაეცნობიან ტურისტული დესტინაციის არსს და სისტემური მიდგომის გამოყენებით გამოავლენენ დანიშნულების ადგილის საზღვრებსა და შემადგენელ ელემენტებს და მათ ურთიერთკავშირს, ასევე განსაზღვრავენ ჩართული მხარეების ძირითად ფუნქციებსა და პასუხისმგებლობებს. დღის მეორე ნაწილი ტუროპერეიტინგის ეხება. კერძოდ, მონაწილეები გაეცნობიან ტურისტული საქმიანობის დაწყების წინაპირობებს, ტურისტული შეთავაზების შექმნის და გაყიდვის საკითხებს.
|
|
10:00 – 10:15
10:15 – 11:45
|
მონაწილეებთან შეხვედრა. პროგრამის გაცნობა.
თეორია · ტურისტული დესტინაცია · დესტინაციის ხარისხის განმსაზღვრელი ელემენტები/ფაქტორები · დესტინაციის კომპონენტები და მათი ურთიერთკავშირი · დესტინაციის უკეთ წარმოჩენისთვის არსებული საჭიროებები · დაინტერესებული მხარეები და მათი როლი ადგილის განვითარებაში · ძირითადი აქტორის (დაინტერესებული მხარის) გამოვლენა
|
11:45-12:00 | ყავა/ჩაის შესვენება |
12:00-13:00 | თეორია:
· ტურისტული კომპანიების ტიპები · ტურისტული სააგენტოს დაარსების წინაპირობები · თანამედროვე ტურისტული მოთხოვნების ტენდენციები |
13:00-14:00 | სადილი |
14:00-15:00
15:00 – 15:45
15:45 – 16:00 |
თეორია:
· ბაზრის სეგმენტის შერჩევა · ტურისტული პროდუქტის მნიშვნელოვანი ელემენტები · პარტნიორებთან თანამშრომლობა · ტურის მარშრუტის შედგენა და ფასგათვლა
პრაქტიკული სავარჯიშო: ტურისტული პროდუქტის შექმნა და შეთავაზება
შექმენით თქვენი კომპანიის სლოგანი რა ძირითად კომპონენტებს იყენებთ თქვენი კრეატიულობისა და სამახსოვრო გამოცდილების გასაუმჯობესებლად? რა უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობთ მომხმარებელს?
პრეზენტაცია |
16:00 – 16:15 | ყავა//ჩაის შესვენება |
16:15 – 16:45 | დისკუსია დანიშნულების ადგილის და გასაყიდი პროდუქტის პერსპექტივების გამოსავლენად |
16:45 – 17:00 | დღის საკითხების შეჯამება |
II დღე
26 ივლისი |
საოჯახო ბიზნესის თავისებურებები, ბაზარზე მოთხოვნადი ტურისტული შეთავაზება და სერვისის ხარისხის სტანდარტი
შემოქმედებითი და ინოვაციური ტურისტული პროდუქტი |
ტრენინგის მეორე დღე დაეთმობა ტურიზმის და მასპინძლობის ელემენტებს. კერძოდ, სოფლის, ეკო და აგრო ტურისტული მეურნეობების შეთავაზებებსა ძირითად მახასიათებლებსა და სერვისის ხარისხის სტანდარტებს სადაც ასევე საუბარია სურსათის უვნებლობის საკითხებსა და უსაფრთხოების დაცვაზე.
დღის მეორე ნახევარში წარმოდგენილია შემოქმედებითი ინდუსტრიის და ინოვაციური პროდუქტის საკითხები
|
|
10:00 – 10:15
10:15 -11:15
11:15 – 12:00
|
განვლილი დღის თემების გამეორება
თეორია: · საოჯახო ტურისტული ბიზნესის სპეციფიკა · საოჯახო ბიზნეს საქმიანობის განმსაზღვრელი ფაქტორები · საოჯახო ბიზნესის პერსპექტივა · სტუმრების მიღება და მომსახურება, სახლი მოწყობა (ინტერიერის და ექსტერიერი), სასტუმრო სახლის მოვლა და დასუფთავება, კვებით მომსახურება თეორია: · სასტუმროს ბიზნეს ოპერაციები · საოჯახო ბიზნესში საჭირო დოკუმენტაციის წარმოება · შეთავაზების/ტურისტული პროდუქტის ფასგათვლა |
12:00-12:15 | ყავა/ჩაის შესვენება |
12:15-13:00 | · კრეატიულობა და ინოვაციური ტურისტული პროდუქტი
· ავთენტური პროდუქტი: სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება |
13:00-14:00 | სადილი |
14:00-14:45
14:45 – 15:30
15:30 -16:00
|
თეორია:
· როგორ მივაწოდოთ მომხმარებელს ინფორმაცია პროდუქტის მნიშვნელოვან ელემენტებზე? · სარეკლამო მასალების შექმნა, სოცმედიის გამოყენება. · სასტუმროს დაჯავშნის ონლაინ პლატფორმები და მათი ეფექტური გამოყენება თეორია: · პროდუქტის ინტერპრეტაცია, „სთორითელინგის“ (ამბის მოყოლის) პრაქტიკის გამოყენებით კლიენტებისთვის გამოცდილებითი მომსახურების მიწოდება. პრაქტიკული სავარჯიშო: „სთორითელინგი“ შექმენით თქვენი შეთავაზება ამბის მოყოლის პტაქტიკის გამოყენებით რა ძირითად კომპონენტებს იყენებთ ამბის მოსაყოლად? |
16:00 – 16:15 | ყავა//ჩაის შესვენება |
16:00 – 16:45 | პრეზენტაცია და დისკუსია |
16:45-17:00 | დღის საკითხების შეჯამება |