პროგრამა Europe Goes Local-ის ფარგლებში, SALTO EECA-ის მხარდაჭერით, ჩოხატაურში სასწავლო ვიზიტი შედგა.
Europe Goes Local (EGL) წარმოადგენს მუნიციპალიტეტების გაერთიანებას
მთელი ევროპის ფარგლებში. მისი მისიაა მუნიციპალიტეტებს შორის
საუკეთესო ახალგაზრდული მუშაობის პრაქტიკის გაზიარება და
თანამშრომლობის ხელშეწყობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ახალგაზრდები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდული მიმართულებით.
მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მიმდინარე პროექტების შესახებ. ისაუბრეს ახალგაზრდულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.