ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – დეცენტრალიზებული, ეფექტური და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში“ მიმდინარეობა, რომლის ფარგლებშიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა გრანტი მოიპოვა.
პროექტი ეხება ზომლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯიხეთის დედათა მონასტერთან დამაკავშირებელი 4 კმ გზის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადებას. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 50 000 ლარს.