გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „Private Sector Development and Technical Vocational Education and Training South Caucasus-ის“ ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგ-კურსი, სახელწოდებით „ტურისტული სერვისების დანერგვა და კონკურენტული პოტენციალის გაზრდა“.
ტრენინგებს ესწრებოდნენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, დაინტერესებული მოქალაქეები და მერიის თანამშრომლები.
მონაწილეები გაეცნენ ტურისტული დესტინაციის მნიშვნელობას, განიხილეს ტურისტული საქმიანობის დაწყების წინაპირობები, ხარისხის სტანდარტები, სერვისის შექმნისა და გაყიდვის საკითხები.