ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ ორგანიზებით ფერისცვალების დღესასწაულზე ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა. „წყალი მარგებელთან“ ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი იყო „საქართველოს ბანკი“.
რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, დაგეგმილი კონცერტი და სხვა კულტურული ღონისძიებები გაუქმდა.
ბახმაროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში წირვა აღევლინა.
გაიმართა შეჯიბრებები მკლავჭიდსა და ჭიდაობაში.
დოღის საპრიზო ფონდი წელს 20 000 ლარს შეადგენდა.
გამარჯვებულები ოთხ გარბენში გამოვლინდნენ:
I გარბენი – „გურიის თასი“ (მანძილი 1 200 მეტრი),
გარბენის საპრიზო ფონდი- 2600 ლარი
I ადგილი – კოკა კვაჭანტირაძე
II ადგილი – სოსო რამიშვილი
III ადგილი – დავით ფერაძე
II გარბენი – „გმირების თასი“ (მანძილი 1 200 მეტრი),
საპრიზო ფონდი – 3200 ლარი
I ადგილი – მურად გორგაძე
II ადგილი – ლიზა ხოფერია
III ადგილი – თორნიკე თოდრია
III გარბენი – „ნაბეღლავის თასი“ (მანძილი 2 400 მეტრი),
საპრიზო ფონდი – 3200 ლარი
I ადგილი – მერაბ შავაძე
II ადგილი – სოსო რამიშვილი
III ადგილი – თორნიკე თოდრია
IV გარბენი – „ბახმაროს თასი“, მარულა (მანძილი 4 800 მეტრი),
საპრიზო თანხები გამარჯვებულებს გადასცეს წყაროს წყალმა „ბახმარომ“ და „ნაბეღლავმა“.
საპრიზო ფონდი – 7000 ლარი
I ადგილი – „ბახმაროს თასი 2023-ის” მფლობელი – საბა თელია
II ადგილი – თორნიკე თოდრია
III ადგილი – ტელმან ბერიძე