ჩოხატაურს პოლონელი და ქართველი ბლოგერები ეწვივნენ.
ტურის მიზანია ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის ათვისების ხელშეწყობა და საერთაშორისო ვიზიტორების დაინტერესება.
ტურისტული ადგილების მონახულებამდე პროექტის ორგანიზატორები და ბლოგერები თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ბლოგერების ტური ტარდება პოლონურ-ქართული პროექტის „გურია – სიცოცხლის ზეიმი. გურიის ტურისტული ბრენდის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება“ (Guria – Celebrate Life. Development and implementation of the Guria brand strategy) ფარგლებში, რომელიც წარმატებული პროექტის, „ტურისტული ბრენდი – ტურიზმის გაძლიერების შესაძლებლობები გურიაში ევრორეგიონ BUG-ის გამოცდილების გაზიარება“ მეორე ეტაპია.
პროექტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს „ევრორეგიონის მუნიციპალიტეტების ასოციაცია BUG“ (პოლონეთი), პარტნიორებთან ერთად: „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი – CPC“, ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები, „I (პირველი) ბლოკი“, „პარტნიორობის ცენტრი პოლონეთი-აღმოსავლეთი“ (პოლონეთი).