2023 წლის 31 აგვისტოს 16:00 საათზე გაიმართება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – მრჩეველთა საბჭოს სხდომა.
დღის წესრიგი:
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
მომხსენებელი: დავით შარაშიძე
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზოტის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე N1 ქუჩისთვის, 3 ჩიხისა და 1 შესახვევისთვის მურთაზ ირემაძის სახელის მინიჭების თაობაზე – მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივის შესახებ.
მომხსენებელი: დავით შარაშიძე
3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი (2024-2027 წელი) განვითარების დოკუმენტის მომზადების შესახებ.
მომხსენებელი: ზაზა ცინცაძე
4. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებისა და განახლებადი ენერგიის მოხმარების პოლიტიკის გატარების შესახებ.
მომხსენებელი: ლელა მდინარაძე