საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის- „სახვითი და ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ ფარგლებში, ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ჩართულობით მხატვრებმა პროექტი „გურიის დღეები“ განახორციელეს.
მოსწავლეებს ჩაუტარდათ ლექციები ქუჩის ხელოვნებაზე, გაეცნენ კედლის მხატვრობისთვის საჭირო მასალებს, გაიმართა სტენსილის ვორკშოპი და კედლის მოხატვის მასტერკლასი. მოიხატა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კედელი.
პროექტის დასკვნით ეტაპზე, თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიმართა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს სამხატვრო მასალები გადაეცათ.