გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელი პირები სოფელ გუთურში, ფერმერ ლევან კაპანაძის თხილის პლანტაციაში იმყოფებოდნენ, სადაც თხილის კრეფის პროცესს გაეცნენ და იმ ფერმერებს შეხვდნენ, რომლებმაც აგრობარათებზე დარიცხული ქულები მიზნობრივად გამოიყენეს.
ოთარ შამუგიას განცხადებით, თხილის ნაწილში ამოქმედებული პირველი მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამა იმ პრაქტიკით მუშაობს, რაც ევროკავშირშია მიღებული.
ფერმერების განცხადებით, სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამები მათ ყოველწლიურად უკეთესი მოსავლის მიღებაში ეხმარებათ, რაც მათი შემოსავლის გაზრდასა და კეთილდღეობას ნიშნავს.