1993 წლის 27 სექტემბერი განსაკუთრებულად ტრაგიკული თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში.
სოხუმის დაცემამ უმძიმესი კვალი დატოვა ჩვენს ქვეყანაზე.
ამ დღის შემდეგ თითოეული ქართველის უმთავრესი სურვილი ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაა. აფხაზეთში დაღუპულ მეომართა შორის არიან ჩოხატაურელი მებრძოლები: ზაზა ცინცაძე, მამუკა კალანდაძე, გურამ სიხარულიძე, ნუგზარ კიკვაძე, ლექსო ბერაძე, გურამ უჯმაჯურიძე, ალბერტ შინოვი, გოჩა უნგიაძე, გელა ბელაუსოვი, ზურაბ კიკვაძე, ვახტანგ შათირიშვილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და მეომართა საფლავები ყვავილებით შეამკეს.
- სოფელ ჯვარცხმაში ერთ-ერთ ქუჩას გმირულად დაღუპული გოჩა უნგიაძის სახელი მიენიჭა.
- ტრადიციულად, გაიმართა აფხაზეთის კონფლიქტში გმირულად დაღუპული ჩოხატაურელი მებრძოლების სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელშიც სამი გუნდი მონაწილეობდა: ა(ა)იპ სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის გუნდი, ა(ა)იპ კულტურის ცენტრის გუნდი, მერიისა და საკრებულოს გუნდი. გამარჯვება მერიისა და საკრებულოს გუნდმა მოიპოვა.