დინამო თბილისის აკადემიის საპილოტე პროექტის -„დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლები რეგიონებში“ ფარგლებში, ჩოხატაურელმა მწვრთნელებმა დინამოს აკადემიაში მწვრთნელთა გადამზადების მე-3 მოდული გაიარეს, რომელიც 6-დან 12 წლამდე ასაკის ფეხბურთელების შესახებ თეორიულსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს გულისხმობდა.
შ.პ.ს. „დინამოს თბილისის საფეხბურთო სკოლასა“ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ჩოხატაურის ასაკობრივ გუნდში დაინერგება „დინამოს“ სავარჯიშო მეთოდოლოგია. გამორჩეულ მოთამაშეებს შეეძლებათ „დინამო თბილისის“ გუნდში დაწინაურება.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერი ფეხბურთელების მოძიებასა და მათ განვითარებას, მწვრთნელების გადამზადებას, რეგიონული ტურნირებისა და ფესტივალების ორგანიზებას.