მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ფესტივალი „ღვინის დღეები“ იმართება.
ჩოხატაურმა ფესტივალს სოფელ ხიდისთავში უმასპინძლა.
ღონისძიებას ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან, შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებთან, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ანა კალანდაძის განახლებულ სკვერში მოეწყო მეღვინეების კუთხე, ღვინის დეგუსტაცია, ქართული კერძების სივრცე, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები.
საღამო გალაკონცერტით დასრულდა, რომლის წამყვანიც მაია დათუნაშვილი იყო. მონაწილეობდნენ მომღერლები: მაგდა ნიკოლეიშვილი, სოფო ხალვაში, აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე, სოფო პაპუაშვილი, ელენე ფოჩხუა, ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძე, გელა დონაძის კვარტეტი.