ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მაია კუტუბიძემ და პროექტში ჩართულმა მერიის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს პოლონეთში, სასწავლო ვიზიტში, რომელიც პოლონეთის ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს პროექტის – „საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ზრდა და მეწარმეობის განვითარება“ ფარგლებში შედგა.
პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ვარშავაში, გაიმართა შეხვედრები, რომელთა თემატიკა მოიცავდა კარგი პრაქტიკების გაზიარებას ეკონომიკური პროფილების მიმართულებით, მათ საინვესტიციო მიმზიდველობას; ვებგვერდებისა და სოციალური მედიის გამოყენებას; კრეატიულ სექტორთან დაკავშირებული ბიზნეს ინკუბატორების საქმიანობას; საზოგადოებასთან ურთიერთობებს თვითმმართველობაში; რეგიონული განვითარების სააგენტოს, ბაზრობებისა და საგამოფენო ცენტრების საქმიანობას.
შეხვედრები გაიმართა პოლონეთის ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს პროგრამების დეპარტამენტის დირექტორთან, მაჩიეი აულაკთან; ქალაქ იუზეფოვის მერ მარეკ ბანაშეკთან და საკრებულოს თავმჯდომარე მარიუშ ბატორსკისთან; კუიავო-პომერანიის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის რწმუნებულ პიოტრ ცალბეცკისთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან.
ჩოხატაურს პროექტის შესაბამისი აქტივობების წარმატებით განხორციელებისთვის ინვესტორთათვის მეგობრული მუნიციპალიტეტის სერტიფიკატი გადაეცა.