ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით შეხვედრა გაიმართა მერიის სამსახურების თანამშრომლებსა და საკონსულტაციო კომპანია CBI-ის წარმომადგენელს შორის.
შეხვედრაზე განიხილეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილი პროგრამების გაუმჯობესების საკითხები, კერძოდ, საბიუჯეტო პროგრამების მოსალოდნელი შედეგების შეფასების ინდიკატორები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია, უკეთ შეფასდეს მუნიციპალიტეტის მერიის მომსახურების ხარისხი, დაიგეგმოს ღონისძიებები მოსახლეობისთვის მიწოდებული სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის (Local Governance Program) ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა 2024-2027 წლების საბიუჯეტო დოკუმენტების მომზადებაში