ჩოხატაურში, მაღალმთიან სოფელ ზოტში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
რეაბილიტირდა ზოტის ცენტრალური გზა.
გზის 2 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
ამ მასშტაბის საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნულ სოფელში დიდი ხნის გამოწვევას წარმოადგენდა.
პროექტის ღირებულება 1 მლნ 20 ათასი ლარია, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
დასრულებული სამუშოები ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ პირველ მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.
![](https://chokhatauri.gov.ge/wp-content/uploads/2023/12/IMG_5500-388x259.jpg)
![](https://chokhatauri.gov.ge/wp-content/uploads/2023/12/IMG_4332-388x259.jpg)
![](https://chokhatauri.gov.ge/wp-content/uploads/2023/12/IMG_4590-388x259.jpg)