📣 ცხადდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, „ჩოხატაურის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“, წევრთა შესარჩევი კონკურსი!
„ჩოხატაურის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობისა და ჩართულობის მიზნით.
🔸 საბჭოს ესაჭიროება წევრების დამატება.
🔸 კონკურსანტების შერჩევა სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება.
🗓 რეგისტრაცია 12 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:
https://docs.google.com/forms/d/1ulBStNeP3P5eAKDnu4R3RlMzd79DjN8x_4VHAGHY5jo/viewform?edit_requested=true
🔸 წევრობის კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) წევრობის კანდიდატი უნდა იყოს 14-დან 29 წლის ჩათვლით;
ბ) იყოს საქართველოს მოქალაქე და რეგისტრირებული (ან მცხოვრები) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში;
გ) არ მუშაობდეს საჯარო სამსახურში.
🔸 საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესწავლა და წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) მონაწილეობა მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში, ასევე, შესაბამისი ადვოკატირების კამპანიის წარმოება;
გ) მონაწილეობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესში (მოიცავს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, წარდგენას, განხილვას, დამტკიცებას, დაზუსტებას, ბიუჯეტის შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს) და ახალგაზრდების მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხორციელებას;
დ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირება მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის, პროგრამების, აქტივობებისა და სხვა არსებული შესაძლებლობების შესახებ;
ე) საზოგადოების ინფორმირება ახალგაზრდობის სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ;
ვ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა სხვადასხვა სფეროში.
🔸 საბჭოს წევრების კონკურსის ჩატარებასა და შერჩევას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური.
🔸 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ყველა აპლიკანტს დაუკავშირდებიან.
🔸 საბჭოს წევრობა არ არის ანაზღაურებადი საქმიანობა.
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
☎️ 598 40 86 86, ლიკა ჩაკალოვი
გისურვებთ წარმატებას!