სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე, სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის ხელმძღვანელი პირები, CENN-ის, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა და დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს გურიის LAG-ების მიერ განსაზღვრული რეგიონის პრიორიტეტული მიმართულებები და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები, ასევე, ისაუბრეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საგრანტო კომპონენტებზე.