საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ერკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ორი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა.
- სოფელ ზემო ერკეთის ცენტრის რეაბილიტაციის ფარგლებში სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყო.
ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები.
სამუშაოების ღირებულება 140 072 ლარია.
- ქვემო ერკეთში, მეგრელიშვილების უბანში, გზის 830-მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო.
პროექტის სრული სახელშეკრულებო ღირებულება 169 685 ლარია.
სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.