სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
დასახლების კრებები 60 სოფელში გაიმართა.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან პროგრამის განხორციელებისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის 730 000 ლარი გამოიყო.
თითოეულ სოფელში მოსახლეობას თავად შეეძლო მათთვის მნიშვნელოვანი პროექტების ინიცირება. ძირითად პრიორიტეტებად საგზაო ინფრასტრუქტურისა და გარე განათების სისტემის მოწესრიგება გამოიკვეთა.
შეხვედრებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.