„ყველა დედას გილოცავთ დღევანდელ დღეს. თითოეული თქვენგანი უანგარო სიყვარულისა და სათნოების მაგალითია. სიხარული, ბედნიერება და წარმატება მოეტანოს ყოველ დღეს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.“
დავით შარაშიძე,
ჩოხატაურის მერი
ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე დედებს ეწვია და 3 მარტი მიულოცა.