USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ მუნიციპალიტეტებთან მიღწეული შედეგები შეაჯამა და ახალი პარტნიორები წარადგინა.
ღონისძიებას საქართველოს დეცენტრალიზაციის პროცესში ჩართული ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დეცენტრალიზაციის ექსპერტებთან ერთად ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა.
პანელურ დისკუსიაზე ჩოხატაურის მერმა აუდიტორიას გაუზიარა გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პარტნიორობით წარმართული ღონისძიებების, კერძოდ, დასახლების საერთო კრებების, მოქალაქეთა მონაწილეობის სტრატეგიის, ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP Local) ადგილობრივი სტრატეგიული ხედვისა და სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების გაუმჯობესების მექანიზმებზე.