23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა.
1921 წელს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში ქართველმა იუნკრებმა თავი შესწირეს სამშობლოს თავისუფლებასა და ერთიანობას. მათ შორის იყვნენ ჩოხატაურელი ახალგაზრდებიც.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ სამებაში იუნკერ მაკარ ბურჭულაძის ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავი ყვავილებით შეამკეს.