საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით „ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი გაიმართა“.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა, მგალობელთა გუნდებმა, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა, სახალხო მთქმელებმა, შემკრებებმა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატებმა, რომელთა შორის იყვნენ ჩოხატაურის წარმომადგენლებიც.
ლაურეატებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ წარმატება პირადად მიულოცა, სიგელები გადასცა და ფოლკლორული ტრადიციების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.