ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაბაში, ბენდელიანის ქუჩაზე, დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
დაბაში განხორციელებული პროექტების ფარგლებში, მოეწყო სკვერი და რეაბილიტირდა მინი სტადიონი.
„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს რეკრეაციული სივრცეების შექმნა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და დაბაში შექმნილი 1000 კვადრატული მეტრი ფართობის რეკრეაციული სივრცე ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა.
პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 221 701 ლარი შეადგინა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.