ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე, სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავასთან, მერის მოადგილე მინდია ჟღერიასთან, დელეგატის ბიუროს წარმომადგენელთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერან გალაქტიონ ჩხიკვაძეს ესტუმრა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 101 წლის ვეტერანს გამარჯვების დღე მიულოცეს და გამოჩენილი თავდადებისა და სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადეს.
მერმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ასევე პატივი მიაგეს ომში გარდაცვლილ გმირთა ხსოვნას და ჭიჭიკო ბენდელიანის ბიუსტი და პლატონ წიქარიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს.