დამოუკიდებლობის დღე
ჩოხატაურში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება.
24 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში, ა(ა)იპ “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანებამ” ღონისძიება გამართა, სადაც წარმოდგენილი იყო სახელოვნებო წრეების მოსწავლეების ნამუშევრები : ფერწერის, თექის, კერამიკის, მაკრამეს, ხეზე კვვეთისა და ხალხური რეწვის ნიმუშები. ღონისძიება დასრულდა სამუსიკო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების კონცერტით.
ახალგაზრდული კვირეული.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში, 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, ქალაქ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის კონცერტი გაიმართა.
სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ.
გურიაში საქველმოქმედო აქცია „ერთად ვაკეთოთ სიკეთე“ გაიმართა, რომელიც გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მაღაზიათა ქსელ "ჭიტას" ორგანიზებით მოეწყო.
გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.
„ დღეს ჩვენ ვიხილეთ უამრავი გახარებული და ბედნიერი ბავშვი. ვიზრუნეთ და გავულამაზეთ ერთი დღე პატარებს. ლანჩხუთსა და ჩოხატაურში მცხოვრებ 155 ბავშვს სხვადასხვა სახის საჩუქარი გადავეცით, რისთვისაც მადლობას ვუხდი სათამაშოების მაღაზიათა ქსელ "ჭიტას",- აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ. პატარებისთვის მუნიციპალიტეტებში ასევე მოეწყო კულტურული ღონისძიებებიც.
ღამე მუზეუმში
977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით მსოფლიოს 150 ქვეყანაში მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
საქართველოში 2016 წლიდან ტარდება ევროპის საბჭოს მიერ ინიცირებული ყოველწლიური აქცია „ღამე მუზეუმში“. ღონისძიებამ ტრადიციული სახე მიიღო და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა მუზეუმი და სახლ-მუზეუმია ჩართული.
აღნიშნულ აქციას ა(ა)იპ „არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი“-ის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
„ერისიონის“ კონცერტი ხელოვნების სასახლეში.
დღეს, 17 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამლი - „ერისიონის“ კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
ახალგაზრდული კვირეული ჩოხატაურში.
საქათველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში , 17 მაისს, ჩოხატაურის სასპორტო სკოლაში, ჭაბუკთა შორის ძიუდოს ღია ტურნირი გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობდა გურიისა და აჭარის რეგიონების სასპორტო სკოლების გუნდები.
გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ სიგელებით, მედლებითა და თასებით.
ღონისძიება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #სპორტი
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ტერიტორიების სპეციალიზებული ტექნიკით შეწამვლა და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავება აქტიურად მიმდინარეობს.
#გურია2018 #ჩოხატაური2018
150 ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი ჩოხატაურში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, დამატებით 150 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერი მიიღო, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტისა და ბახმაროს საკურორტო ზონის ტერიტორიაზე მყარი ნარჩენების მართვის პროცესს.
#გურია2018 #ჩოხატაური2018#ინფრასტრუქტურა2018
ზედამხედველობის სამსახურის რეიდი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დაბის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულაციებთან დაკავშირებით რეიდი განახორციელეს.
#გურია2018 #ჩოხატაური2018
საინფორმაციო შეხვედრა ჩოხატაურის მერიაში
15 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სააქტო დარბაზში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მეორე საარტილერიო ბრიგადის ბატალიონის მეთაურმა, მაიორმა გოჩა ძნელაძემ, თავის წარმომადგენლებთან ერთად საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
„ემსახურე საქართველოს“ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებულ ძალებში იწვევს 18-დან 35 წლამდე ასაკის მოქალაქეებს და სთავაზობს 4-წლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას.
მსურველთა რეგისტრაცია 2018 წლის ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.
შეხვედრას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.
#გურია2018 #ჩოხატაური2018