ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, მინდია ჟღერიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერძენიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, ხოლო პირველკლასელებს საჩუქრები გადასცეს.
მერმა მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი, ცოდნის გაღრმავება და წინსვლა უსურვა, ხოლო პედაგოგებსა და მშობლებს ბავშვების განათლებასა და აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.


