33 წელი სოხუმის დაცემიდან
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა მინდია ჟღერიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერძენიშვილმა, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.
ჩოხატაურის საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.





