ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი უერთდება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა გენდერული უთანასწორობის გამოვლინება და ადამიანის უფლებების ერთ-ერთი გავრცელებული დარღვევაა. მუნიციპალიტეტი აცნობიერებს საკუთარ როლს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და თანასწორი გარემოს შექმნაში. მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე არასამთავრობო და საერთაერთშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით მიღწეული პროგრესისა, პრობლემის მასშტაბის და საფუძვლების გათვალისწინებით, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეულმა წევრმა გავაცნობიეროთ, რომ თვალის დახუჭვა, გულგრილობა, გვერდზე გადგომა დაუშვებელია და თითოეული ადამიანის ერთი ზარი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სხვა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.