10-12 მაისს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტული კომპანიებისა და მედიასაშუალებებისთვის ინფო-ტური განახორციელა გურიაში, კერძოდ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ტურის ორგანიზატორები იყვნენ ადმინისტრაცია და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).
აღნიშნულ ტურში მონაწილეობდნენ ქართული ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები, ფოტოგრაფები და ბლოგერები, რომლებიც შეირჩნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, „Gitoa” – საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციის, “GTA” – საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკო-ტურიზმის ასოციაციის მიერ.
მადლობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ტურისტული მარშრუტებისა და ობიექტების პოპულარიზაციისათვის და საბოლოო პაკეტის შეთავაზებისათვის, რომელიც მათ მოამზადეს ფოტო თუ ვიდეო მასალის სახით.
სიუჟეტები:
https://www.facebook.com/watch/?v=326908656247061
https://www.facebook.com/watch/?v=715453946338056